სამართალი
საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებულ მამა-შვილს - ევგენი და თორნიკე ქავთარაძეებს და ასევე სანდრო ზაუტაშვილს მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა 100-100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, მეოთხე პირს კი - ვეფხია ღვალაძეს, მხოლოდ შენიშვნა მისცა.
დაზარალებულებმა და მოწმეებმა ჩვენების მიცემისას განაცხადეს, რომ ბრალდებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა მათი მისამართით სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ბრალდებულები შეურაცხყოფის ფაქტებს უარყოფდნენ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საპატრიარქოსთან დაპირისპირება პატრიარქის საშობაო ეპისტოლის ირგვლივ მოხდა.