საზოგადოება
„სხვა ყანჩელი“ - გია ყანჩელის საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და კათოლიკოს-პატრიარქი დაესწრნენ

sazogad-1-mtav-kanCeliსაქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. გუშინ საღამოს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დიდ საკონცერტო დარბაზში გია ყანჩელის შემოქმედებით საღამოს დაესწრო. სხვა ყანჩელი – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც გია ყანჩელის ყველასათვის ნაცნობი მუსიკის განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოდგენას ისახავს მიზნად.

გია ყანჩელის ნაწარმოებები განსხვავებული ინტერპრეტაციით ლატვიელმა, ამერიკელმა და ქართველმა ჯაზმენებმა შეასრულეს. საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

sazogad-1-1-kanCeli
sazogad-1-2-kanCeli