აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „კრიტიკას არ მივიღებ ე.წ. ოპოზიციისგან – "ნაციონალური მოძრაობისგან"

1-premier-akt-2საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. დღეს 11 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისათვის, სადაც, მან, კერძოდ, განაცხადა, რომ არ მიიღებს კრიტიკას ე.წ. ოპოზიიციისგან.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის ტრადიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, გაგრძელდება, გაკეთდება განრიგი და ყველა მინისტრი წარდგება მედიის წინაშე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ასევე აპირებს გამართოს ინტენსიური შეხვედრები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე ექსპერტებთან და, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებთან.

"მე ხშირად მომისმენია კრიტიკა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მისამართით. როდესაც ადამიანი ობიექტური და სამართლიანია, მისგან მხოლოდ ობიექტური და სამართლიანი კრიტიკა მომდინარეობს. ეს არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ხართ გასაკრიტიკებელი, ეს კრიტიკა უნდა მიიღოთ. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ბუნებრივია, რაღაც შეცდომებს ვუშვებთ და ამაზე კრიტიკას უნდა ველოდოთ. როდესაც მე მაკრიტიკებთ, ეს აბსოლუტურად ნორმალურად მიმაჩნია და მე ამ კრიტიკას ვიღებ თქვენგან და არა მხოლოდ თქვენგან, ნებისმიერი მოქალაქისგან მივიღებ კრიტიკას. კრიტიკას არ მივიღებ ე.წ. ოპოზიციისგან – "ნაციონალური მოძრაობისგან", რომლებსაც მე ოპონენტებად არ ვთვლი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.