აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის პროცესში პროკურატურა შვეიცარიის ჩართვას გეგმავს”

1-premier-akt-3საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. დღეს 11 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისათვის, სადაც, მან, კერძოდ, განაცხადა, რომ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციაზე ლაპარაკი ნამდვილად მიმდინარეობს და ამ პროცესში საქართველოს პროკურატურა შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვას აპირებს.

"პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობა იმსახურებს შექებას. მათ მოკლე დროში ოთარ ფარცხალაძის მეთაურობით ბევრი საქმის გამოძიება შეძლეს და ბევრი საქმე განახლდა. ჟვანიას საქმეს რაც შეეხება, საუბარია ექსჰუმაციაზე, რათა არ გაჩნდეს რაიმე შეკითხვები. პროკურატურა გეგმავს, რომ ჩაერთოს შვეიცარიის ლაბორატორია. ვაპირებთ შეიქმნას გარკვეული კომისია. ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები თომას ჰამარბერგთან, რათა ისიც ჩაერთოს და მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს ეს პროცესი. ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ ამ საქმის ირგვლივ დასრულდეს სპეკულაციები და არც ერთი კითხვა აღარ დარჩეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის თქმითაც,  ცხედრის ექსჰუმაციასთან დაკავშირებით ასევე საუბარია ისრაელის ერთ-ერთ ლაბორატორიაზეც.