საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „თუ MAP-ი არ იქნება ახლა, იქნება მოგვიანებით, ეს არ არის პრინციპული“

1-premier-saz-2საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. დღეს 11 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისათვის, სადაც, მან, კერძოდ, განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ MAP-თან დაკავშირებით მოსახლეობაში ტყუილი მოლოდინი გააჩინა.

"MAP-ის მიღება-არ მიღების საკითხს რაც შეეხება, წინა ხელისუფლებამ შექმნა აბსოლუტურად გაუგონარი მოლოდინი, გააჩინა ტყუილი მოლოდინი მოსახლეობაში და შემდეგ ყველა ერთად დავრჩით გაღიმებული და იმედგაცრუებული. ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენი საქმით ვამტკიცებთ. საქმე გამოაჩენს ჩვენს შედეგებს. ჩვენი საგარეო ვექტორი არ იცვლება. თუ MAP-ი არ იქნება ახლა, იქნება მოგვიანებით, ეს არ არის პრინციპული; მაგრამ თუ კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, გვინდა თუ არ გვინდა, რა თქმა უნდა, გვინდა", - დასძინა ღარიბაშვილმა.