საზოგადოება
საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. დღეს 11 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისათვის, სადაც, მან, კერძოდ, განაცხადა, რომ არ იცის, დაკითხავენ თუ არა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
პრემიერის განცხადებით, მან მოისმინა პოლიტიკოსთა მოსაზრებებები, რომ კეზერაშვილის კაპიტალი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ყოფილ პრეზიდენტთან.