საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ

1-Sss-momsaxurebis-saz-1საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გამოცდების ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩაბარების ახლად დანერგილ წესს და მართვის მოწმობაში მითითებულ მონაცემებში განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნენ.

სტუმრებს გადაეცათ საინფორმაციო ბროშურები – „როგორ ვისარგებლოთ ქართული მართვის მოწმობით ევროპაში“ და „როგორ შევცვალოთ უცხო ქვეყნის მართვის მოწმობა“. მომსახურების სააგენტო სხვა სერვისების შესახებ ანალოგიური სახის ბროშურებს უახლოეს მომავალში შესთავაზებს მომხმარებელსა და ქვეყნის სტუმრებს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.