უცხოეთი
საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. მეცნიერთა განცხადებით, „მწვანე საწვავის“ შექმნა ნავთობმოპოვებასა და ამოქაჩვაზე იოლია. ამასთან, არა მარტო მისი წარმოება, არამედ მასობრივი გამოყენებაც დადებითად აისახება გლობალურ ეკოლოგიაზე.
ასევე თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, ენერგომატარებლის ახალი ვარიანტი უნივერსალური და მაქსიმალურად იაფი გაეხადათ. ალბათ სწორედ ამიტომაც გამოიყენეს დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ელემენტები - ნახშირორჟანგი და წყალბადი.
მიღებული პროდუქტი უკვე წარმატებით გამოცადეს გაზისა და დიზელის ძრავიან ავტომობილებსა და თვითმფრინავებზე.