საზოგადოება
საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას აბდულა გიულის შეხვდა.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ ჩანკაიას სასახლეში პრეზიდენტების შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაგრძელდა, რომელშიც ორივე მხარის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა.