სამართალი
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თურქეთში ვიზიტის პირველ დღეს მისი პრესსამსახურის თანამშრომელს სოფო ჯაჯანაშვილს ... სცემეს!

samart-3-scemesსაქართველო. 21 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში შალვა რამიშვილი გუშინ მომხდარი ინცინდენტის დეტალებს სოციალურ ქსელ Facebook-ში განმარტავს.

„სოფო ჯაჯანაშვილს შეემთხვა მცირედი ინიდენტი რომლის ინიციატორი თურქეთის პრეზიდენტისთვის წერილის გადასაცემად მისული ქალბატონი იყო. ქალბატონი ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ვერ აკონტროლებდა აგრესიას და მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სოფოს, რომელთანაც საერთოდ არ ჰქონია არანაირი შეხება. ამ ქალბატონის საქციელი არ იყო წინასწარ დაგეგმილი. სოფო ჩვენი დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან ერთად აგრძელებს ვიზიტის გაშუქებაზე მუშაობას. აღნიშნული მცირედი ინციდენტი ამოწურულია",,- წერს შალვა რამიშვილი.

გიორგი მარგველაშვილის პრესმდივანს სოფო ჯაჯანაშვილს სამთავრობო უწყების მოსაცდელში თავს უცნობი ქალბატონო დაესხა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სიტუაციის განმუხტვა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა შეძლეს. ფოტომასალა თურქულმა მედიამ გაავრცელა.