საზოგადოება
სერგო რატიანი: „მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში იყვნენ მიუკერძოებელი ადამიანები, რომლებიც საკუთარ პრიციპებს დაიცავენ“

ratiani-saz-3საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. დღეს პარლამენტში განხილვის ერთ-ერთი თემა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებაა. ლაპარაკია იმ სამი კანდიდატის დამტკიცებაზე, რომლებიც პარლამენტის ბოლო სხდომაზე ჩავარდა, თუმცა ისინი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში ხელმეორედ არიან წარდგენილი.

ესენი არიან: სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ლელა გაფრინდაშვილი, უმცირესობის მიერ შერჩეული ნინია კაკაბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი გენადი გელაძე.

უმრავლესობის წევრები დღეს საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებენ, თუმცა პარლამენტი კენჭს უყრის უმცირესობისა და სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილის მიერ დასახელებულ კანდიდატებს. ამასთან, სავარაუდოდ, უმრავლესობის წევრები ხმას არ მისცემენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილ კანდიდატს.

პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი: „ჩვენ კიდევ ერთხელ წარვადგენთ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას და დარეჯან ჯავახიშვილის კანდიდატურასაც წარვადგენთ ამჯერად და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს კანდიდატურები გავიდნენ, რადგან ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში იყვნენ ადაიმანები, რომლებიც არ არიან მიკერძოებული, არიან დამოუკიდებლები, აქვთ საკუთარი პრინციპები და ამ პრინციპებს დაიცავენ”.