საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია LAFARGE-ს აღმასრულებელ დირექტორს ბრუნო ლაფონტს შეხვდა

Bruno-saz-2საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად საქართველოს დელეგაცია ცნობილი ფრანგული კომპანია LAFARGE-ს აღმასრულებელ დირექტორს ბრუნო ლაფონტს შეხვდა.

Lafarge არის ფრანგული ინდუსტრიული კომპანია, რომლის სპეციალიზაციაშია შედის ოთხი ძირითადი პროდუქტი: ცემენტი, სამშენებლო დანამატები, ბეტონი და თაბაშირ-მუყაო.

ეს კომპანია არის მსოფლიოში ცემენტის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, მეორე ადგილზეა დანამატების წარმოებით და მეოთხეზე - ბეტონის ინდუსტრიაში.

ქართულმა მხარემ პოტენციურ ინვესტორს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო. საუბარი შეეხო სამეწარმეო სექტორის განვითარების თემას. პრემიერ-მინისტრის თქმით, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სამშენებლო სექტორის მნიშვნელოვანმა გააქტიურებამ გამოიწვია სამშენებლო მასალების ინდუსტრიის აღზევება, სამშენებლო მასალების გაყიდვის ჩათვლით. იგეგმება დიდი ჰიდროელექტროპროექტების განხორციელება, რაც თავისთავად გამოიწვევს ცემენტისა და ბეტონის მოხმარების დონის სწრაფ ზრდას.