საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი BLACKSTONE-ის აღმასრულებელ დირექტორსა და თანადამფუძნებელს სტივენ შვარცმანს შეხვდა

Svarcman-saz-3საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი BLACKSTONE-ის აღმასრულებელ დირექტორსა და თანადამფუძნებელს  სტივენ შვარცმანს შეხვდა. BLACKSTONE-მა ინტერესი გამოთქვა საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს მიმართ. ქართულმა მხარემ მას ინვესტორებისთვის შექმნილი პირობები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო თანაინვესტირების ფონდს, რომელიც 2013 წლის სექტემბერში დაარსდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების მხარდაჭერით. ფონდის ბიუჯეტი შეადგენს 6 მილიარდ აშშ დოლარს, მისი მიზანია საქართველოში ინვესტიციების განხორციელება და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარება. ფონდის შეზღუდული პარტნიორების სია მოიცავს ისეთ წამყვან საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ინვესტორებს, როგორებიცაა Abu Dhabi Group, RAK Investment Authority, Calik Holdings A.S, Milestone International Holdings Group Limited, State Oil Fund of the Republic of Azerbaijan.

ცნობისათვის: BLACKSTONE არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია ინვესტირებისა და კონსულტაციების სფეროში. სათავო ოფისი განლაგებულია ნიუ-იორკში. კომპანია დაარსებულია 1985 წელს სტივენ შვარცმანისა და პიტერ პიტერსონის მიერ. საინვესტიციო მექანიზმების მეშვეობით კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ მოქცეულია აქტივები 248 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით.