საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში, კერძოდ, კიევში მიმდინარე სიტუაციის შექმნის უკან მესამე პირები - უცხოეთის სახელმწიფოები დგანან. ამასთან, მან საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა უკრაინის ოპოზიცია და მისი მოქმედების მეთოდები.
ასევე, მინისტრს მიაჩნია, რომ ეს მესამე ქვეყნები უკვე დიდი ხანია აწარმოებენ თავის საკუთარ პოლიტიკას უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებთან რაიმე კოორდინაციის გარეშე. არსობრივად, ისინი მხედველობაშ არც იღებენ უკრაინაში ოპოზიციური პარტიების ინტერესებს, რადგან აგრძელებენ დაძაბულობის გამწვავებისა და ახალი შეტაკებების პროვოცირების მცდელობებს. ასეთ სიტუაციებში ევროკავშირში არავინ მსჯელობს ვითარების სტაბილიზაციისა და მასობრივი არეულობების აღსაკვეთად მკაცრი ზომების მიზანშეწონილობასა და ჰუმანურობაზე, - წერს გამოცემა „პერსა უკრაინი“ მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია იკისროს შუამავლის როლი უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, თუკი კიევი ამ დახმარებას თავად სთხოვს. თუმცა მან თავი შეიკავა უკრაინაში განხეთქილების თაობაზე რაიმე კრიტიკული გამონათქვამისგან და განაცხადა, რომ რუსეთი, თავის მხრივ, ყველაფერს იღონებს მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.