საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო კანონმდებლობის სრულყოფისთვის სამუშაო ჯგუფი შექმნა

sainvesticio-sazogad-3საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო კანონმდებლობის სრულყოფისთვის სამუშაო ჯგუფი შექმნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს ბოლო სხდომაზე მიიღო.

აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: პრემიერ–მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში რომან ჩხენკელი, მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და პრემიერ–მინისტრის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე.

ჯგუფი ერთ თვეში შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რაც მოიცავს დარგების მიხედვით პრობლემების იდენტიფიცირებას. მეორე ეტაპი გულისხმობს ჯგუფში დარგობრივი კომისიების შექმნას, სადაც დეტალურად გაიწერება სამოქმედო გეგმა, მოხდება კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე გადაწყვეტილების მიღების რეკომენდაციების წარმოდგენა.