საზოგადოება
ვანო მაჭავარიანი: „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთმა საქართველოზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა გააძლიეროს“

maCavariani-saz-2საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის საგარეო საკითხებში ვანო მაჭავარიანის განცხადებით, რომელიც მან გუშინდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა, გამორიცხული არ არის, სოჭის ოლიმპიადის შემდეგ რუსეთმა საქართველოზე ზეწოლა გააძლიეროს.

"სომხეთთან თუ უკრაინასთან მიმართებაში რუსეთმა ბოლო წუთამდე დაიცადა. არ იყო ეს პროცესი გრძელვადიანად გაწერილი. მყისიერად, სულ რაღაც ორი-სამი კვირით ადრე აამუშავა ბერკეტები. ჩვენ არ გამოვრიცხავთ იგივე ტაქტიკის გამოყენებას რუსეთის მხრიდან, იქნება ეს ეკონომიკური თუ პოლიტიკური. არ არის გამორიცხული, ზეწოლა იყოს პოლიტიკურ სისტემაზე, რომ სისტემა არ იყოს სტაბილური და კითხვა დაისვას ზოგადად მმართველობის ეფექტურობაზე, შეიძლება პოლიტიკურ ელიტაში გარკვეული გახლეჩის მცდელობა იყოს“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.