საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელში ოფიციალური ვიზიტის დროს ხე დარგო და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს ეწვია

sazogad-1-mt-Holokostსაქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილგუშინ დილით იერუსალიმის ერების ხეივანს ეწვია, სადაც სიმბოლური ხის დარგვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. იერუსალიმის ერების ხეივანში ეს არის საქართველოს მთავრობის მეთაურის უკვე მეორე ხის ნერგი - შარშან ივნისში ერების ხეივანში სიმბოლური ხე დარგო მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

ხის დარგვის ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელი-საქართველოს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა და გამოთქვა სურვილი ერებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ.

გუშინვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილმა „იად ვაშემი“ მოინახულა და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის მუზეუმი დაათვალიერა.

sazogad-1-qvem-Holokost