საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა

Avigdors-sazo-2-mtavსაქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისს ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის გარდაცვალების გამო.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და დააფიქსირეს მზადყოფა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ. ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებულ დიდ მეგობრობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. შეხვედრაზე შიმონ პერესმა გამოთქვა კმაყოფილება საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მიმდინარეობის შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული კომისია იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბილი საქართველო-ისრაელის ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა.შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო-ისრაელს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერპექტივებს.

Avigdors-sazo-2-qvem