საზოგადოება
მთავარი პროკურატურის განცხადება სპეცოპერაციის დაგეგმვის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით

spec-saz-1საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. 29 იანვარს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განმარტავს: ვინაიდან ჩანაწერში აშკარად ჩანს  მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემა,  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

მთავარი პროკურატურა აღნიშნული გამოძიების ფარგლებში შეისწავლის მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას, რასაც შედეგად მოჰყვა  კობა ოთანაძის  ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გიორგი კრიალაშვილის ლიკვიდაცია.