საზოგადოება
მიხეილ ქარელი: „მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს და შს მინისტრს, რათა დაიწყოს გამოძიება ოქრუაშვილის მუქარაზე“

okruashvili-saz-3საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს და "უახლოეს მომავალში საგამოძიებო უწყებას საჩივრით მიმართავს".

როგორც ქარელი ირწმუნება, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მას ოჯახის ამოწყვეტითა და სახლის გადაწვით ემუქრება.

ქარელი ამბობს, რომ ოქრუაშვილს მისი და ყოფილი თანაპარტიელების გაჩუმება სურს, რადგან მათ ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ბევრი კომპრომატი აქვთ, რომელთა გამოაშკარავებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

ოქრუაშვილმა მოთხოვნების შესასრულებლად ყოფილ მეგობარს, მიხეილ ქარელს ვადაც დაუწესა – თუკი ის 31 იანვრამდე ყველა პირობას არ შეასრულებს, მშობლებს ამოუხოცავს და სახლ-კარს გადაუწვავს.

ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი ოქრუაშვილისსაქმიანობასთანდაკავშირებით როგორც წარსულში, ისე აწმყოში, რისაც ოქრუაშვილს ყველაზე მეტად ეშინოდა, რაც ამ მუქარიდანაც კარგად ჩანს. ამის დროც მალე მოვა“,- აცხადებს მიხეილ ქარელი „კვირასთან“ ინტერვიუში.

მუქარის წერილი ყოფილმა რწმუნებულმა მობილურ ტელეფონზე 27 იანვარს საღამოს, პარიზის დროით 18:15 საათზე მიიღო.

კარგად წაიკითხე და დაფიქრდი რასაც გწერთ. 1. თუ როდესმე იკაზე ხმას ამოიღებ ან გაზეთით ან ტელევიზიით შენს ოჯახს მთლიანად გავანადგურებთ. 2. თბილისის ოფისის წილები შენ და კეკელიშვილმა გადმოაფორმეთ შენივე დაქალ თეოზე. თუ სამ დღეში დადებითად არ გადაწყვეტთ რასაც გწერთ შენ სახლ-კარს ცეცხლს მივცემთ დედაშენ-მამაშენიანად, დანარჩენს გასვენებაში რო ჩამოხვალ აქ აგიხსნით..., - ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც რუსეთის ნომრიდან - +7 925 230 04 73 არის გაგზავნილი.

„მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს და შს მინისტრს, რათა დაიწყოს გამოძიება ოქრუაშვილის მუქარაზე ჩემი, ჩემი მშობლების და ჩემი ოჯახის წევრების განადგურების მცდელობასთან დაკავშირებით!“, - ნათქვამია წერილში, რომელიც ქარელმა პორტალ „კვირას“ რედაქციას გადაუგზავნა.