საზოგადოება
“როგორ ავიღე ცხინვალი 2008 წლის აგვისტოში” - 2014 წლის 30 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა ტაფტსის უნივერსიტეტში მაღალი რანგის ამერიკელ სამხედრო მეთაურებს თავისი გამოცდილება გაუზიარა

1-cxinvali-saz-1-mtსაქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტი - საქართველოდან გაქცეული სამხედრო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი, როგორც მაღალი დონის სახელმწიფო მოღვაწე, 2014 წლის 29 იანვარს აშშ-ში, ტაფტის უნივერსიტეტში სიტყვით წარდგა და სტუდენტებსა და ფაკულტეტის წარმომადგენლებს მიმართა. 
მიხეილ სააკაშვილს მასპინძლობდა უნივერსიტეტის რექტორი ენტონი მონაკო და ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლის დეკანი - ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი, რომელიც გასულ წლამდე ნატოს გაერთიანებული სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი იყო. 
მიხეილ სააკაშვილმა ფაკულტეტის სტუდენტებს სამი ლექცია ჩაუტარა და რამდენიმე ინტერვიუ მისცა ამერიკული პრესის წარმომადგენლებს.

მეორე დღეს, ანუ 2014 წლის 30 იანვარს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც 2008 წლის  აგვისტოში თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ „გრადის“ ტიპის დანადგარები გამოიყენა, სემინარი ჩაუტარა მაღალი რანგის ამერიკელ სამხედრო მეთაურებს, რომლებიც ჰარვარდის უნივერსიტეტში უმაღლესი დონის სამხედრო ოფიცრების გადამზადების კურსებს გადიან.

სემინარის თემა “როგორ ავიღე ცხინვალი 2008 წლის აგვისტოში” იყო, რადგანაც მიხეილ სააკაშილის საბრძოლო გამოცდილება გორში მიწაზე ხოხვით, რუსთაველის გამზირზე კონცერტის ჩატარებით კოდორის ხეობის ჩაბარების დროს და ჰალსტუხის ჭამით იწურება.

ქართველი ობივატელისთვის სიტყვა „ტტსი“ ისევ „ტუფტა“-სთან ასოცირდება, ხოლო გვარი „ფლეტჩერი“ სააკაშვილის მიერ საქართველოში მოწვეულ ინგლისური ენის მასწავლებელ თომას ფლეტჩერთან, რომელიც ზუგდიდის საშუალო სკოლაში ბავშვებს ინგლისური ენის მაგივრად ერთსქესიან ორალურ სექსს ასწავლიდა...

ამიტომ, ამერიკელებო! მასწავლებლების არჩევისას მეტი სიფრთხილე გმართებთ…

1-cxinvali-1 1-cxinvali-2
1-cxinvali-3 1-cxinvali-4