საზოგადოება
''სახალხო წარმომადგენლობითი კრების'' შეხვედრა სამეგრელოს მოსახლეობასთან

saxalxo-kreba-zugdidshiზუგდიდში ენგურქაღალდ კომბინატის კულტურის სახლის ხალხით სავსე დარბაზში ''სახალხო კრების'' წარმომადგენლები: ნონა გაფრინდაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ეკა ბესელია, ელიზბარ ჯაველიძე, გოგი ქავთარაძე, გურამ ფირცხალავა, თემურ შაშიაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, სოსო ჯაჭვლიანი, ლელიკო ჯაფარიძე, ლუკა კურტანიძე, შალვა ხაჭაპურიძე სამეგრელოს მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრა მიჰყავდა გოგი ქავთარაძეს. ყველა გამომსვლელი ერთსულოვანი იყო იმაში, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ნგრევა და აუცილებელია ამ ნგრევის შეჩერება, სწორედ ამიტომაც იმართება 25 ნოემბერს თბილისში სახალხო კრება.

Nნონა გაფრინდაშვილი: ,,ხელისუფლებამ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა, გარდა სახალხო კრების ჩატარებისა”.

ეკა ბესელია: ,,ჩვენ ბრძოლის მესამე ეტაპს ვიწყებთ, რაც აუცილებლად დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით”.

გურამ ფირცხალავა: ,,ამ ხელისუფლებამ ფილმებში თამაშის სურვილიც დამიკარგა”.

სოსო ჯაჭვლიანი: ,,ამ ხელისუფლებამ დააპატიმრა ყველასათვის საყვარელი პედაგოგი, მესტიის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი მზევინარ ჯაფარიძე. ქართველ პედაგოგებს იჭერენ, მაშინ, როდესაც უცხოეთიდან ე.წ. პედაგოგები ჩამოჰყავთ”.

ნინო ბურჯანაძე: ,,თითო ოჯახიდან თითო კაცი თუ გამოვა, ეს ხელისუფლება უმტკივნეულოდ წავა”.

ზურაბ ფიფია, დაბა ჯვრის მკვიდრი: ,,25 ნოემბერმა არ უნდა გაიმეოროს იპოდრომი, ჩვენი შველა რევოლუციაშია”.

''სახალხო კრების წარმომადგენლებმა'' შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდეს, დაძლიონ შიში და 25 ნოემბერს ჩამოვიდნენ თბილისში.