პოლიტიკა
საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ამ გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებასა და მოკლე ვადებში მასზე ხელმოწერის საკითხებზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები დგანან.
საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების თემებს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში არსებულ მდგომარეობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ევროკავშირის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია.. მხარეებმა შეხვედრის შედეგები შეაჯამეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.