საზოგადოება
“საქართველო და ევროკავშირი: ვილნიუსიდან რიგამდე - პრიორიტეტები და გამოწვევები” - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეგმონტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში მოხსენებით გამოვიდა

1-vilniusidan-sazog-2საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეგმონტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში გამოვიდა მოხსენებით საქართველო და ევროკავშირი: ვილნიუსიდან რიგამდე - პრიორიტეტები და გამოწვევები.
მან ყურადღება გაამახვილა ვილნიუსის სამიტის შემდგომ გამოწვევებზე, ასევე საქართველოს მოლოდინებზე 2015 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტისთვის. პრემიერ-მინისტრმა 2013 წელს გამორჩეული უწოდა მნიშვნელოვანი მოვლენებისა თუ წარმატების თვალსაზრისით და ხაზი გაუსვა ექვს მთავარ მიღწევას ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი შეეხო ქართულ-რუსული ურთიერთობის თემას. მისი თქმით, საქართველო ცდილობს შეამციროს დაძაბულობა რუსეთთან ურთიერთობაში და თანმიმდევრულია ამ ძალისხმევაში.
“მიუხედავად ჩვენი მთავრობის აღნიშნული მცდელობებისა, მოსკოვი მაინც აგრძელებს პროვოკაციულ და დესტრუქციულ ქმედებებს საუკუპაციო ხაზის გასწვრივ მავრთულხლართების და ღობეების აღმართვის გზით… ამ კონტექსტში მსურს განსაკუთრებით ხაზი გავუსვა ევროკავშირის გადამწყვეტ როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით, მის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი,”
- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.