საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ შეუქცევადი პროცესია, რადგან ასეთია ქართველი ხალხის დაკვეთა“
1-stremlenie-sazog-2-mtavსაქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მათ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და იმ დემოკრატიულ პროცესებსა და რეფორმებზე ილაპარაკა, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური სტრუქტურისკენ შეუქცევადი პროცესია, რადგან ასეთია ქართველი ხალხის დაკვეთა და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს იღონებს მის შესასრულებლად. 
თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და წარმატებულად მიმდინარე რეფორმებზე. ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველოში დღეს გაცილებით მომწიფებული დემოკრატიაა, ვიდრე წინა წლებში იყო. რასმუსენმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ტერიტორიის შიგნით ე.წ  სასაზღვრო დონის დროებითი გაფართოების გამო.

1-stremlenie-sazog-2-1