საზოგადოება
რეზო ჩხეიძე, ნონა გაფრინდაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ლელი ჯაფარიძე, გია კორკოტაშვილი, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, ზურაბ მანჯავიძე - სოჭის ოლიმპიადას მხარს უჭერენ!

1-nona-obshestvo-1საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. ახალგაზრდების ჯგუფის ინიციატივით საქართველოში მცირე გამოკითხვა ჩატარდა საზოგადოების გამოჩენილ წარმომადგენლებს შორის, ვის აზრსაც ითვალისწინებენ და პატივს სცემენ. სპორტსმენები და ხელოვნების მოღვაწეები საკუთარ აზრს გამოთქვამენ ოლიმპიური თამაშების მნიშვნელობაზე, რომლებიც მთელ მსოფლიოში, მათ შორის კავკასიის რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება, და ასკვნიან, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლა ყველა ასპექტში თავად საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი.

სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და ამავე დროს უნდა ვისწრაფოდეთ მეგობრობისა და სიმშვიდისაკენ  ჩვენს უახლოეს მეზობელთან - რუსეთთან, რომელთანაც ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს. ასე მიიჩნევენ ქართველი საზოგადოების წარმომადგენლები რეზო ჩხეიძე, ნონა გაფრინდაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ლელი ჯაფარიძე, გია კორკოტაშვილი, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, ზურაბ მანჯავიძე და თბილისში გამოკითხული ახალგაზრდები (იხ. ვიდეო).

ინფორმაცია განთავსებულია “სახალხო მოძრაობა რუსეთ-საქართველოს დიალოგისა და თანამშრომლობისათვის” საიტზე.