საზოგადოება
მიხეილ ხუბუტია: “ძალიან დიდი იმედი გვაქვს პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილის და მე ვუთხარი პუტინს, რომ ჩვენი საყრდენი საქართველოში ძალიან საინტერესო, პერსპექტიული ახალგაზრდა ბიჭია. რომელიც ძალიან ჰგავს მას ხასიათით”

xubutia-sazog-2საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 10 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრა გამართა 2014 წლის სოჭის ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშების მომზადებისა და ჩატარების საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლებთან. შეხვედრა სოჭის მედიაცენტრში გაიმართა, რომელიც გახსნილია ოლიმპიურ თამაშებზე აკრედიტაციის არმქონე ჟურნალისტებისთვის, მასზე, კერძოდ, გამოვიდა საზოგადოებრივი საბჭოს წევრი - რუსეთის ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია:

“მოსკოვში, რა თქმა უნდა, იგრძნობა და ძაან დიდი იმედი გვაქვს პრემიერ მინისტრის, ღარიბაშვილის, და მე მას ვუთხარი (ვ. პუტინს - საქინფორმი) ეხლა, რომ დასაყრდენი (ჩვენი - საქართველოში - საქინფორმი) ძაან საინტერესო, პერსპექტიული ახალგაზრდა ბიჭია. და ისიც ვუთხარი ხუმრობით და თვითონაც მოეწონა, რომ ძაან გგავთ თქვენ მეთქი ხასიათით!” - ასეთი კომენტარი გააკეთა ქართველ ჟურნალისტებთან მიხეილ ხუბუტიამ საზოგადოებრივი საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ.