სამართალი
პრემიერმა ღარიბაშვილმა მიზანდარი თანამდებობიდან გაათავისუფლა

mizandari-samart-2საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, მარინე მიზანდარი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78– მუხლის პირველი პუნქტის ,," და ,," ქვეპუნქტებისა და 79– მუხლის პირველი პუნქტის ,," ქვეპუნქტის გათვალისწინებით გათავისუფლდეს მარინე მიზანდარი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 99– მუხლის მე–3 პუნქტის საფუძველზე", - ნათქვამია პრემიერის 10 თებერვლით დათარიღებულ ბრძანებაში.

მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პრემიერს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ 5 თებერვალს მიმართა. ოდიშარიამ მიზანდარი დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულა. თავად მიზანდარის განცხადებით კი, მას და მინისტრს სამინისტროს მართვასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ.