საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კნუდ ბარტელსს შეხვდა

knudi-saz-3-mtსაქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და  არსებულ მყარ პარტნიორულ ურთიერთობას. აღინიშნა ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ის დემოკრატიული პროცესები და რეფორმები, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში, კერძოდ, ავღანეთის ISAF-ის მისიაში.

შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.

knudi-saz-3-qvem