სამართალი
პრემიერი ღარიბაშვილი: „გადაწყვეტილება საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა, ჩვენ არ გამოვუცხადეთ ბოიკოტი ამ ოლიმპიადას“

samart-3საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 11 თებერვალს, 22:00 საათზე, ტელევიზია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკის დრო“, თეა სიჭინავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება კონსტრუქციული ნაბიჯი იყო.

„სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობის გადაწყვეტილება საკმაოდ მძიმე იყო ჩვენთვის. თუმცა, ჩვენ არ გამოვუცხადეთ ბოიკოტი ამ ოლიმპიადას" - აღნიშნა მან.

„ეს იყო კონსტრუქციული ნაბიჯი კონსტრუქციული დიალოგისთვის. გასულ წელს შევძელით სავაჭრო, ტექნიკური ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთთან. რუსეთმა ეტაპობრივად გახსნა ბაზარი ქართული პროდუქციისთვის. ექსპორტი გასამმაგდა, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორის ნდობის აღდგენას, ვიზიარებ შეფასებას, რომ ასეთი ტიპის კონტაქტები და სპორტში თანამონაწილეობა ხელს უწყობს ურთიერთობის გაჯანსაღებას. სპორტი აბსოლუტურად დეპოლიტიზებულია. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს გადაუჭრელი პრობლემა - ოკუპირებული ტერიტორიები და მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადა ტარდება ჩვენს ტერიტორიასთან ახლოს, კერძოდ? აფხაზეთთან, ეს იყო სენსიტიური და მძიმე საკითხი. თუმცა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

ჩვენ გვაქვს გახსნილი პოლიტიკა. რუსეთის მოქალაქეებისთვის გვაქვს უვიზო რეჟიმი. სრულდება რეისები. ეს კარგია. ხელი შეეწყობა სავაჭრო, ადამიანურ ურთიერთობებს,"  - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.