საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

Sexvda-saz-1საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადეს შეხვდა. საუბრისას, მხარეებმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ, სავაჭრო და პოლიტიკურ ურთიერთობებსა და მათი გაღრმავების გზებზე გაამახვილეს.

შეხვედრა სამუშაო  სადილის ფორმატით გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და მახირ დარზიევი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი ივანე მაჭავარიანი, ასევე  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძე.