საზოგადოება
NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა 28+1 ფორმატში ოფიციალურად დაიხურა, საქართველოს კონტრიბუცია ავღანეთში ISAF-ს ოპერაციაში დადებითად შეფასდა

komitet-saz-3საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა ოფიციალურად დაიხურა. 28+1 ფორმატში ნატოს სამხედრო კომიტეტმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა თავდაცვისა და სამხედრო სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სხდომის შედეგები გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ შეაფასა:

განსაკუთრებით ხაზი გაესვა და წითელ ზოლად მიყვებოდა შეხვედრას აღიარება იმ წვლილის, რაც ქართულ შეიარაღებულ ძალებს შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში და ის აქტიურობა, რასაც ქართული მხარე იჩენს ნატოსთან ურთიერთქმედებაში. დაისახა გარკვეული ამოცანები, დაზუსტდა შემდგომი ნაბიჯები. ნატოს მხრიდან ჩვენი რეფორმების მიმართ სრული მხარდაჭერაა.“

ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა:

„განვიხილეთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში, თავდაცვის რეფორმირების პროცესში მიღწეული პროგრესი. რა თქმა უნდა, ნატოს მხრიდან ძალიან დადებითად ფასდება ის კონტრიბუცია, რასაც ჩვენი მებრძოლები ეწევიან ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში. განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, რა თქმა უნდა, დადებითი შეფასება იქნა ნატოს მხრიდან გახმოვანებული საქართველოს მიმართ.“