სამართალი
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას მაღალი შეფასება მისცა

Sefaseba-samart-3საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა. მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და გენერალმა კნუდ ბარტელსმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

კნუდ ბარტელსი: „ის ფაქტი, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთში მსახურობენ და ნატოს მოკავშირეებთან ერთად ასრულებენ მისიას სხვა ქვეყნების მხარდამხარ, გვიჩვენებს, რომ ისინი სრულად ინტეგრირებულები არიან ISAF-ის ძალებთან. 11 000 სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც გაიარა გადასროლის წინა მომზადება და მსახურობდნენ ავღანეთში, უკვე ნიშნავს, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ნატოსთან თავსებადობის დონე საკმაოდ მაღალია.  
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია წარმატებით მიმდინარეობს. ასევე, მინდა ყურადღება გავამახვილო პოლიტიკურ დინამიკაზე გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. ამ ორ მიმართულებას, რომელიც მნიშვნელოვნად ვითარდება, ალიანსი მაღალ შეფასებას აძლევს“.