საზოგადოება
ბურჯანაძე: „ქართული ოცნება“ აკეთებს იმას, რასაც ვერც კი ბედავდა „ნაციონალური მოძრაობა“ - პატრიარქისა და ეკლესიის კრიტიკისკენ მოწოდებას, განცხადებას, რომ თურმე საქართველოს ეკლესია რუსეთის დასაყრდენი ყოფილა!“

sagangebo-sazogad-1საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს, კერძოდ, განუცხადა:

საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისათვის კარგა ხანია გახდა სრულიად ნათელი ის, რომ არანაირი კოჰაბიტაციის დასრულება არ იგეგმება. ის რასაც ჩვენ ვხედავთ შეხმატკბილებულ პოზიციას ქართულ ოცნებასადა ნაციონალურ მოძრაობასშორის.

... ყოველივე ამის შემდეგ გასაკვირი არ არის, თუ რატომ არ ხდება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, რატომ არ ისჯებიან რეალურად დამნაშავენი, რატომ დადის სააკაშვილი ასე თავისუფლად და გვიკითხავს ყველას მორალს, რატომ არავისქართული ოცნებისწარმომადგენლების გარდა არ დაბრუნებია წართმეული ქონება საქართველოში.

... ქართული ოცნებაიმეორებს ყველა იმ ფასეულობას და რიტორიკას, რასაც ზოგჯერ ვერც კი ბედავდანაციონალური მოძრაობა“. მხედველობაში მაქვს პატრიარქისა და ეკლესიის კრიტიკის მოწოდება, განცხადება, რომ თურმე საქართველოს ეკლესია რუსეთის დასაყრდენი ყოფილა.

... აუცილებელია დაისვას საკითხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ  და დღევანდელმა  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ამ განცხადებამ,  ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაარწმუნოს ამაში“ (გულისხმობს რესპუბლიკელი ბეტძენიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომელშიც ის ძალიან გულდაწყვეტით ლაპარაკობს იმაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რებრედინგი ვერ მოხდა).