სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
britanetis-samart-3საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წარმომადგენლებს: უსაფრთხოებისა და იუსტიციის ჯგუფის მრჩევლებს - დეივიდ კლარკს, ჯეიმს გლადვინს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველ სტივენ გლოვერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. საუბარი ასევე ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს შეეხო.