საზოგადოება
გიგა ბოკერია: „სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პასუხს აგებს ღარიბაშვილის მთავრობა და მათი დე-ფაქტო მმართველი ივანიშვილი“

GigaBokeriasaz-2საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის უფლებაშეწყვეტილი მერი გიგი უგულავა ქუთაისის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების ფაქტს გამოეხმაურა.

ეს არის შურისძიება. ივანიშვილი შურს იძიებს მერაბიშვილზე. როდესაც მერაბიშვილს ასამართლებენ რაღაც ბინის რემონტზე, ეს არის ქვეყყნის, მთავრობის და პირადად ივანიშვილის სირცხვილი. ესეთი უზნეობა პირადად ივანიშვილს და მის ხელდასმულ მარიონეტულ მთავრობას ბუმერანგივით დაუბრუნდება უკან“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების წნეხს უკავშირებს.

“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაზეც პასუხს აგებს დღევანდელი ხელისუფლება, ღარიბაშვილის მთავრობა და მათი დე-ფაქტო მმართველი ივანიშვილი. ეს მათ დაუჯდებათ პოლიტიკურად ძალიან ძვირი, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყანასაც დაუჯდება ძალიან ძვირი ამ პოლიტიკური კულტურის დანერგვა, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს, ოპოზიციის ლიდერებს, პოლიტიკური მოტივით სვამენ ციხეში", - განაცხადა ბოკერიამ.