საზოგადოება
ხუბუტია: “საქართველოსთვის ბედნიერება - მხოლოდ უფლისა და პუტინისგან იქნება, რომელსაც ღარიბაშვილთან შეხვედრა სურს”

1-ot-boga-saz-2საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. “საქართველოსთვის ბედნიერებას შეგვიძლია მხოლოდ უფლისგან ველოდოთ, ამასთან, ამ საკითხის გადაჭრა არასოდეს მრხერხდება პუტინის გარეშე”, - განაცხადა გაზეთ “პრაიმ-ტაიმის” კორესპონდენტთან საუბარში კრემლთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა მიხეილ ხუბუტიამ, რომელიც სოჭში პირადად ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

ხუბუტიას თქმით, პუტინმა ღარიბაშვილთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. “მეც ვისურვებდი, რომ ღარიბაშვილი პუტინს შეხვდეს, რადგან ვფიქრობ, რომ ეს პროდუქტიული შეხვედრა იქნება. ბატონმა პუტინმა ღარიბაშვილთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ეს საჯარო სივრცეში ხდებოდა. მერე ეს პირად საუბარშიც დაადასტურა და ღარიბაშვილთან შეხვედრაზე თანხმობა გამოხატა.

თუ ქართული მხარე თანახმა იქნება, მე სიამოვნებით ჩავერთვები ამ შეხვედრის მომზადებაში, რადგან საჭირო კავშირები მაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს მეგობარია და ქართველები უყვარს. რაც შეეხება წარსულს, მე ამაში საქართველოს წინა რეჟიმს ვადანაშაულებ. ქალბატონმა ბურჯანაძემ, მაგალითად, პირდაპირ განაცხადა, რომ 2006 წლის აპრილში სააკაშვილი აფხაზეთში ომს აპირებდა და მზად იყო ამისთვის. ახლა თავად განსაჯეთ, ვინ იყო ომის ინიციატორი”, - აღნიშნა საუბრისას მიხეილ ხუბუტიამ.