სამართალი
სოფო ნიჟარაძე: ''არასდროს ჩემი ქვეყნის ჰიმნის შესრულებაში და ბევრ სხვა კონცერტში ჰონორარი არ ამიღია''

1-Sopo-samart-2საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 17 თებერვალს, გაზეთ ''ვერსიაში'' გამოქვეყნდა ინტერვიუ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ ავანაძესთან სათაურით მარინა ბერიძე, სტეფანე, კახა ცისკარიძე, ზუმბა და სოფო ნიჟარაძე შესაძლოა დაკითხვაზე დაიბარონ''.

აღნიშულ ინტერვიუში მჟავანაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ საკააშვილის დროინდელი კორუფციული სქემა ოდიშარიას მინისტრობის დროსაც წარმატებით მუშაობს, რის საილუსტრაციოდაც მოყვანილია 2009 წლის საახალწლო კონცერტისა და სოფო ნიჟარაძის კლიპებზე დახარჯული თანხები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ ბათუმში, ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებაზე გამოყო 1 300 000 ლარი, ხოლო 2009 წლის 31 დეკემბერს, 2010 წლის 1 და 2 იანვარს ქ. ბათუმში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით - 94 996 ლარი და 62 თეთრი. მოყვანილია სახელშეკრულებლო თანხებიც:

ქალაქ ქუთაისის საიმიჯო ვიდეორგოლის დასამზადებლად -  114 815 ლარი; ხოლო კურორტ ანაკლიის საიმიჯო მუსიკალური ვიდეოკლიპის გადაღება-დამზადებაზე - 129 900 ლარი.

სოფო ნიჟარაძე აღნიშნულ სტატიას საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდიდან გამოეხმაურა:

ამ სტატიის ავტორს, რესპოდენტს ვეუბნები პირდაპირ: "ვაი, თქვენს პატრონს"…

რა გონიათ, რომ ამდენი თანხები თუ იხარჯებოდა, მე სახლში მიმქონდა? ყველას გიწვევთ ჩემს სახლში, ვისაც არ გჯერათ და ნახავთ რა მაქვს წაღებული!

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასდროს ჩემი ქვეყნის ჰიმნის შესრულებაში და ბევრ სხვა სადღესასწაულო კონცერტში ჰონორარი არ ამიღია, "ვერის უბნის მელოდიების" და "ქეთო და კოტეს" ჰონორარი იყო 500 ლარი, ხოლო რაც შეეხება ამ ბოლო საახალწლო კონცერტს, მისი ანაზღაურება იყო 1500 ლარი!

კლიპები და საახალწლო კონცერტები ჩემთვის კი არა, ქვეყნის წინსვლისთვის, ჩვენი საერთო საქმისთვის, კულტურული ცხოვრების წინსვლისთვის კეთდებოდა...

თუ ასეთი ზღაპრების გვჯერა, მაშინ მართლა რთულია პროგრესულობაზე ვილაპარაკოთ... ეს ყოფილა ჩვენი "სამართლიანობის აღდგენა", მთავარია, რომ "თავისუფლად ვსუნთქავთ" და ვინ რა სიცრუეში გვაცხოვრებს, რა მნიშვნელობა აქვს!''