სამართალი
საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული გიორგი დ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა გიორგი დ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს ჯავშანჟილეტი, ბინოკლი, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდით და 10 საბრძოლო ვაზნით, ასევე, „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდით და 58 საბრძოლო ვაზნით.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).