საზოგადოება
გიორგი ცაგარეიშვილი: „ისეთი ვაი კაცებისგან, როგორიც არის აკაკი ბობოხიძე, ჭკუის დარიგებას ნამდვილად ვერ ავიტან“

1-cagaraსაქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების გამო საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

არასოდეს არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ისეთი ვაი კაცებისგან, როგორიც არის აკაკი ბობოხიძე, ჭკუის დარიგებას ნამდვილად ვერ ავიტან. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ბობოხიძე მიეჩვია ადამიანების შეურაცხყოფას და ჩემი საქციელი ვაჟკაცობაზე არ მეტყველებს, მაგრამ ეს მიუთითებს ჩემს ადამიანობაზე”, –განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

თავის მხრივ, პარლამენტში დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა აკაკი ბობოხიძემაც.

“ცაგარეიშვილს მე მივაყენე შეურაცხყოფა? პირიქით, ვთქვი, რომ ის თვალსა და ხელს შუა ვაჟკაცდება და კაცდება. მართალია, ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ როგორც ხედავთ, ბოლოს მაინც მოხდა, ხმაში რიხიც მოემატა. ცაგარეიშვილს ან აქვს პრეტენზია, რომ ჯერ არ დაკაცებულა, ან უფრო ადრე დაკაცდა და ამან გამოიწვია მისი აღელვება”, - განაცხადა  ბობოხიძემ.