სამართალი
„საპატრულო სამსახური - ძროხა ”ფაქიზოს” პატრონების წინააღმდეგ“ - პატრულის მანქანამ ძროხა შევარდნაძის დაბადების დღეს გაიტანა...

fakizo-sam-1საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. დღეს, ფოთის საქალაქო სასამართლოში (დ. აღმაშენებელის ქუჩა №3), 15:00 საათზე, სამოქალაქო სასამართლო პროცესია დანიშნული.

იხილება საქმე:  საპატრულო სამსახურიძროხაფაქიზოსპატრონების წინააღმდეგ.

საქმის არსი: 2013 წლის 25 იანვარს (პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღეს - მას 85 წელი შეუსრულდა - საქმესთან კავშირში ამ ფაქტს მხოლოდ თარიღების დამთხვევით აქვს) საპარტულო ეკიპაჟმა ფოთში გაიტანა ”ფაქიზო” (მეზობლებისთვისმარტა”), რომელსაც მეხრე დემურ ჯინჯოლავა მიაცილებდა.

მეხრე გადარჩა, არ დაზიანებულა, მაგრამ ჯინჯოლავა დაზარალდა, რადგან ”ფაქიზომ” პატრულის მანქანის დარტყმისგან, კარგა გვარიანად იფრინა და მიწაზე დანარცხებისას სული განუტევა, ”ფაქიზო” დღე-დღეზე უნდა მორჩენილიყო. დაიმტვრა პატრულის ავტომანქანა.

ამჟამად საპატრულო სამსახური დემურ ჯინჯოლავასგან ითხოვს დამტვრეული მანქანისათვის 21 014 ლარს.