სამართალი
„პრეზიდენტობის კანდიდატი წარსულში კორუფციულ საქმეებში მხილებული არ უნდა იყოს, არც რუსეთთან შეკრული“ - მისწერა მაიდანმა მოდას აყოლილ ტიმოშენკოს, რომელიც ხერხემლის თიაქარის გამო ინვალიდის ეტლში... მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით იჯდა...

iulia-samart-1საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. მაიდნის აქტივისტებმა უკრაინის ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს წერილი გაუგზავნეს.

„პატივცემულო იულია, განვიხილეთ თქვენი CV “უკრაინის პრეზიდენტის ვაკანსიაზე“. როგორც წესი, ჩვენ განცხადების შემომტანის პასუხის დეტალიზებას არ ვახდენთ, თუმცა ამ შემთხვევაში გადავწყვიტეთ, გამონაკლისი დაგვეშვა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თანამშრომელი, რომელიც აღნიშნული თანამდებობიდან კრახის შედეგად გათავისუფლდა, თქვენ უსამართლოდ მოგექცათ (თუმცა არა მარტო თქვენ). თქვენ კი რევანშის მსგავსი გრძნობა, შეზღუდვების კომპენსაციის სურვილი გამოძრავებთ. ვჩქარობთ, შეგატყობინოთ, რომ ეს ცრუ მოლოდინებია, არავითარი მოვალეობა ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ წინაშე არ გაკისრიათ. თავდაპირველად გვსურს, თქვენი ყურადღება უადგილობასა და მიუღებელი ფრაზების გამოყენებაზე გავამახვილოთ. მაიდანზე საუბრისას აირიდეთ ისეთი ფრაზები, რომელიც თქვენ როგორც მიღებულ ან როგორც მისაღებ თანამშრომლად გახასიათებთ. მაგალითად, თქვენი ფრაზა „ვიქნები გარანტი“, „აღვასრულებ მოთხოვნებს“  და სხვა, თვალშისაცემია და თქვენს ნამდვილ სურვილებს ამჟღავნებს. საქმე ის არის, რომ ამ პოზიციაზე ჩვენ გვსურს, ავირჩიოთ სამსახურის ისეთი მაძიებელი, რომელიც მკაცრ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. მაგალითად, კანდიდატი წარსულში კორუფციულ საქმეებში მხილებული არ უნდა იყოს, არც  რუსეთთან შეკრული, როგორც ეს 2009 წელს მოხდა. თქვენთვის ადრე წარდგენილი ბრალდებები, მიუხედავად იმისა, რომ გადაჭარბებული იყო, მაინც რჩება სერიოზულ ბრალდებებად, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ თქვენი იმიჯი უარით არ შევლახოთ, გთხოვთ, თქვენი კანდიდატურა ნებაყოფლობით მოხსნათ. ამასთან, გთხოვთ, CV არც პრემიერ-მინისტრის ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებულ სხვა „ვაკანსიაზე“ გაგზავნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენდამი პროფესიული ლუსტრაციის გამოყენება მოგვიწევს. გთავაზობთ, 2014 წლის 25 მაისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დროს „ფრაქციის ლიდერის“ საპატიო ვაკანსია განიხილოთ. გთხოვთ, პასუხს სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ან, რაც ბევრად უკეთესი იქნება -აღნიშნულ ვაკანსიებზე გაცილებით ახალგაზრდა და კომპეტენტური კანდიდატების წარდგენას შეუწყოთ ხელი“, – ნათქვამია მაიდანელების წერილში.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ წინა დღეს აფერისტი ტიმოშენკო ციხიდან პირდაპირ მაიდნისკენ გაემართა, სადაც, ვითომდა ხერხემლის თიაქარის გამო ინვალიდის ეტლში მჯდომმა, მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა. თუმცა მას ძალიან მაღალქუსლიანი მოდური ფეხსაცმელი ეცვა, რაც ამ დიაგნოზს ვერაფრით უთავსდება.