სამართალი
საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ხარკოვის საავადმყოფოდან თავისუფლებაზე გამოსულ პარტია “ბატკივშჩინას” ლიდერს იულია ტიმოშენკოს განზრახული აქვს სამკურნალოდ ბერლინის კლინიკა Charite-ში გაემგზავროს. ტიმოშენკოს მკურნალობა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა შესთავაზა.
მერკელი ტიმოშენკოს 2014 წლის 23 თებერვალს ტელეფონით ელაპარაკა.
ტიმოშენკო ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე დასწრებასაც გეგმავს, რომელიც 6-7 მარტს დუბლინში გაიმართება.
“სამიტის შემდეგ იულია ტიმოშენკო “დაუყოვნებლივ მკურნალობისთვის” ბერლინის კლინიკაში გაემგზავრება”, - ნათქვამია “ბატკივშჩინას” პრესსამსახურის განცხადებაში.