სამართალი
სევასტოპოლი დე ფაქტო გამოვიდა უკრაინის შემადგენლობიდან, უარი თქვა რა კიევის ხელისუფლების ცნობაზე. მიღებულია მიმართვა პუტინისადმი რუსეთის ჯარების შეყვანის თხოვნით

sevastopol-samart-3საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. დიდ სახალხო ვეჩეზე სევასტოპოლელებმა გადააყენეს კიევიდან დანიშნული მერი და 20 წლის განმავლობაში პირველად მერი თვითონ აირჩიეს. ახალი მერი გახდა ალექსეი მიხეილის ძე ჩალი, თანაც მისმა წინამორბედმა იაცუბამ სცნო მისი ძალაუფლება.

მიღებულია გადაწყვეტილება, არ დაემორჩილონ კიევს და არ გაუგზავნონ გადასახადები.

"ბერკუტები" და შინაგანი ჯარების მებრძოლები, რომლებიც კიევში გამართულ ბრძოლებში მონაწილეობდნენ, არ გადასცენ ახალ ხელისუფლებას ანგარიშსწორებისათვის, მთელმა ქალაქმა ბოლომდე დაიცვას ისინი.

კიევის ახალი ხელისუფლება არ იქნეს აღიარებული.

შეიქმნას თავდაცვის შეიარაღებული რაზმები, ადგილობრივი მილიცია და უკრაინის უშიშროების სამსახური ახლად შექმნილ აღმასკომს დაექვემდებაროს.

მიღებულია მიმართვა პუტინისადმი რუსეთის ჯარების შეყვანის თხოვნით. ზოგიერთი ცნობით ქალაქის გასასვლელები შავი ზღვის ფლოტის ჯავშანტრანსპორტიორებით არის გადაკეტილი - ეს შეიძლება, რასაც გნებავთ, იმას ნიშნავდეს, რუსეთის ჯარის მალულად გადმოსროლის ჩათვლით.

მთელ ქალაქში ჩამოგლიჯეს უკრაინული დროშები და რუსული აღმართეს (იხ. ვიდეო აქ).

ახლა ჯერი რუსეთზეა. თუ რუსეთის ფედერაცია არ ჩაერევა, ყველაზე უფრო რბილ ვარიანტში სევასტოპოლს რუსეთის პატრიოტების მასობრივი დაპატიმრება (посадки) და ტოტალური დერუსიფიკაცია ემუქრება. ხისტ შემთხვევაში ამას დაემატება ქუჩის ბრძოლები"მემარჯვენე სექტორთან", დამარცხებული ქალაქის დარბევა. სევასტოპოლის კრიზისი - ეს ჭეშმარიტების მომენტია. შესაძლოა ბევრი ვილაქლაქოთ პატრიოტიზმზე, სახელმწიფო დუმაში გამოვიდეთ და გადავიღოთ ფილმები მოღალატეებზე, რომლებიც სახელს უტეხენ ჩვენს დიად გამარჯვებას. მაგრამ ადრე თუ გვიან დადგება ბინარული არჩევანის უბრალო მომენტი.

რუსეთი დაეხმარება სევასტოპოლს? ჰო თუ არა?

sevastopol-sam-3-qvem