პუბლიკაციები
“არ ღირს, უკრაინამ მიუღწეველი მიზნები დაისახოს, რომლებიც იმედგაცრუებამდე მიიყვანს” - ევროპარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში მიღება გადაიფიქრა

Brok-akt-1საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. არ ღირს, უკრაინამ მოკლევადიან პერსპექტივაში მიუღწეველი მიზნები დაისახოს, რადგან ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ იმედგაცრუებამდე მიიყვანს, - ევროკავშირში უკრაინის გაწევრების პერსპექტივის კომენტირებისას ასეთი აზრი გამოთქვა ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ელმარ ბროკმა.

“ასოცირების შესახებ შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის ნაწილია. ასე რომ, ეს შეთანხმებები უნდა ამუშავდეს, მერე კი ახალი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება”, - აღნიშნა მან და მაგალითად ნორვეგიასთან ევროპული ეკონომიკური ზონა მოიხსენია.

“არ შეიძლება შორეულ მიზნებზე ფოკუსირება, რომელთა მიღწევა მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში ეს მხოლოდ იმედგაცრუებას გამოიწვევს. უკრაინას უფლება აქვს, ევროკავშირის შესახებ საბაზო შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს, მაგრამ ეს მაშინ უნდა მოხდეს, როცა საჭირო დრო მოვა და ვალდებულებები შესრულებული იქნება”, - ხაზი გაუსვა ბროკმა.