პუბლიკაციები
რფ-ს საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა უკრაინის „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერის დიმიტრი იაროშის მიმართ ტერორიზმისაკენ მოწოდების გამო, ხოლო რამზან კადიროვს მიაჩნია, რომ უკრაინელი ნაციონალისტებისთვის სამაგიეროს მიზღვის დრო დადგა

SK-RF-sam-3-mtსაქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერმა დიმიტრი იაროშმა ჩეჩენი ტერორისტების მეთაურს დოკუ უმაროვს მხარდაჭერის თხოვნით მიმართა და ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ვ კონტაქტე“-ში დაწერა „მემარჯვენე სექტორის“ გვერდზე.

ამასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერის დიმიტრი იაროშის მიმართ ტერორიზმისაკენ მოწოდების გამო, იუწყებოდა გუშინ რფ სკ-ს წარმომადგენელი ვლადიმერ მარკინი.

„გამოძიების აზრით, უკრაინული ულტრანაციონალისტური ორგანიზაცი „მემარჯვენე სექტორის“ ხელმძღვანელი დიმიტრი იაროში თავის გამოსვლებში საჯაროდ მოუწოდებს ანტირუსულ ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრემისტული ქმედებებისა და ტერორისაკენ.“, - აღნიშნა მარკინმა.

გამომძიებლები თხოვნით მიმართავენ სასამართლოს, იაროში დაუსწრებლად იქნეს დაპატიმრებული, რის შემდეგ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება, დააზუსტა საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა.

„ჩეჩნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები შეამოწმებენ ჩრდილოეთ კავკასიის ტერორისტებსა და „მემარჯვენე სექტორის“ წარმომადგენლებს შორის კავშირების არსებობას. თუკი ინფორმაცია დადასტურდება, ჩვენი პასუხი იქნება სამართლიანი და მკაცრი. უსეთის კანონმდებლობის თანახმად, ყველას პასუხი მოეთხოვება“, - განაცხადა, თავის მხრივ, რამზან კადიროვმა.

წყაროები ჩრდილოეთ კავკასიის ძალოვან სტრუქტურებში უკვე დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ უკრაინელი ნაციონალისტები ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ექსტრემისტების მხარეს იბრძვიან, ფინანსურ და სხვა დახმარებას უწევენ მათ.

„გვიანღა გაახსენდათ, ჯერ ტერორისტებს მიმართეს დასახმარებლად, მერე ამის უარყოფა დაიწყეს. ახლა კი, დაე, პასუხი აგონ თავიანთი განცხადებების და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამო, ანგარიშსწორების დრო მოვიდა“, - თქვა ჩეჩნეთის მეთაურმა და დასძინა, რომ ჩეჩნეთში ათიათასობით მოხალისე მზად არის, უკრაინელი ხალხი მაიდნელი რადიკლებისაგან დაიცვას.

SK-RF-sam-3-qve