საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა, უკრაინაში სიტუაციის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, კერძოდ, აღნიშნა:
მას დადებითი რეაქცია ჰქონდა ჩვენს თხოვნაზეც, და დასავლეთის ქვეყნების თხოვნაზეც, და უპირველეს ყოვლისა, თავისი ოპოზიციის თხოვნაზე, არ გამოეყენებინა ძალა. მას არ გაუცია არცერთი უკანონო ბრძანება საბრალო დემონსტრანტებისთვის სროლის თაობაზე. მეტიც, მან მითითება მისცა, მილიციის მთელი ძალები დედაქალაქიდან გაეყვანათ, და მათ მისი მითითება შეასრულეს. ის ხარკოვში გაემგზავრა ღონისძიებაზე, მისი გამგზავრებისთანავე, იმის ნაცვლად, რომ ადრე დაკავებული ადმინისტრაციული შენობები გაეთავისუფლებინათ, მისი საპრეზიდენტო რეზიდენციაც დაიკავეს და მთავრობის სახლიც, იმის მაგივრად, რომ შეესრულებინათ, რაზეც შეთანხმდნენ.
... მინდა გავიგო, რისთვის გაკეთდა ეს?.. უნდოდათ ვიღაც დაემცირებინათ, თავისი ძალა ეჩვენებინათ? მე მგონი, საპირისპირო შედეგს მიაღწიეს, იმიტომ რომ აი ამ ქმედებებით მათ მნიშვნელოვანწილად აამოძრავეს უკრაინის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი.