პუბლიკაციები
“საქართველო რუსეთის მტერი არ არის, საქართველო ვერაფრით იქნება რუსეთის მტერი!” - რამდენჯერმე გაიმეორა პრემიერმა ღარიბაშვილმა თავის გუშინდელ ტელეინტერვიუში

1-vrag-aqt-1-an-4საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. გუშინ საღამოს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გავიდა ექსკლუზიური ტელეინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელშიც მან დაწვრილებით ილაპარაკა თავის პირველ ვიზიტზე აშშ-ში 2014 წლის 22-28 თებერვალს, შეეხო, აგრეთვე, უკრაინის მოვლენებს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას (სრული ვიდეოჩანაწერი იხილეთ აქ).

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა თბილისმა შეცვალა მოსკოვის მიმართ პოლიტიკა რადიკალურიდან წინა ხელისუფლების დროს დაბალანსებულსა და კონსტრუქციულზე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. “მთავარი რჩევა, რომელიც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მოგვცეს - რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაა. არავის სურს რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ჩამოყალიბება. შესაბამისად, ჩვენს ინტერესებში უნდა იყოს, რომ რუსეთთან გვქოდეს ნორმალური ურთიერთობა. ამის ფონზე ჩვენი პრინციპული პოზიცია რჩება უცვლელი და ვეუბნებით რუსეთს, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით უნდა მოვახდინოთ პროგრესი”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა 1 არხის ჟურნალისტის შეკითხვვაზე პასუხის გაცემისას და დასძინა, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება არაფრით ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს ევროინტეგრაციაზე.

"საქართველო არ შეიძლება იყოს მტერი რუსეთის. ჩვენ არ ვართ რუსეთის მტერი. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა ისიც, რომ არც ერთხელ არ მიგვიცია რუსეთისთვის არავითარი საბაბი, რომ საქართველო რაიმე პროვოკაციულ ქმედებაში დაედანაშაულებინა. პირიქით, არაადეკვატური იყო რუსეთის ქმედებები ჩვენ მიერ განხორციელებული პოლიტიკის მიმართ, როდესაც მან ცხინვალის რეგიონში ოკუპაციის ხაზზე მავთულხლართის გავლება დაიწყო”, - აღნიშნა პრემიერმა.