პუბლიკაციები
სნაიპერები კიევში მაიდნის ლიდერებმა დაიქირავეს - ეს კეტრინ ეშტონის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბრის ფარულმა ჩანაწერმა დაადასტურა

1-zapis-pol-2-an-3საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ინტერნეტში გამოჩნდა აუდიოჩანაწერი, რომელზეც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კეტრინ ეშტონთან საუბრისას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი ადასტურებს კავშირს მაიდანზე მყოფ სნაიპერებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის (სრული აუდიოჩანაწერი იხილეთ აქ).

პაეტი კიევში იმყოფებოდა და თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს ეშტონს, ახსენებს შეხვედრას ვინმე ოლგასთან, როგორც ჩანს, ოლგა ბოგომოლეცთან. მას მაიდნის მთავარ ექიმს ეძახდნენ და ყვებოდნენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტიც კი შეუთავაზებიათ. აი, ამ საუბრის ფრაგმენტი, რომელიც კიევში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ეხება (სატელეფონო საუბრის სრული განაშიფრი იხილეთ აქ)

ურმას პაეტი: “ოლგამ, რომელიც უკვე ვახსენე, მითხრა, რომ შეგროვებული სამხილების მიხედვით, მაიდანზე ორივე მხრიდან დაღუპულები, როგორც მილიციელები, ისე ხალხი ქუჩაში, ერთი და იმავე სნაიპერებმა დახოცეს. ეს ერთი და იგივე სნაიპერები იყვნენ, რომლებიც ესროდნენ იმათაც და ამათაც”.

კეტრინ ეშტონი: “დიახ, დიახ...”

ურმას პაეტი: “მან ფოტოები მაჩვენა და მითხრა, რომ ჰყავს სამედიცინო ექსპერტები, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ყველა ეს მკვლელობა ერთი ხელწერით და ერთი და იგივე კალიბრის ტყვიებით მოხდა. და დამთრგუნველია ფაქტი, რომ ახალ კოალიციას ამ მკვლელობების გამოძიება არ სურს, იმიტომ რომ სულ უფრო გასაგები ხდება, რომ ამ სნაიპერების უკან იდგა არა იანუკოვიჩი, არამედ ვიღაც ახალი კოალიციის წარმომადგენელთაგან.”

კეტრინ ეშტონი: “მე გავიგე, რომ მათ გამოძიების ჩატარება უნდათ. ეს საინტერესოა, განაგრძეთ...”