პუბლიკაციები
სააკაშვილი წავიდა - ოქრუაშვილი მოვიდა: „ომი ჩვენი სუვერენული უფლებაა და ხვალაც რომ მოგვიწიოს ომის დაწყებამ ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთს ოკუპირებული აქვს, ამაში გასამტყუნებელი არაფერია!“

1-priSel-pol-2-an-1საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. „ჩემთვის ერთი მთავარი კითხვა ისმის – არა ის, თუ ვინ დაიწყო ომი, არამედ ასე სამარცხვინოდ რატომ დავამთავრეთ? ომი ჩვენი სუვერენული უფლებაა. ომს ჩვენს ტერიტორიაზე მაშინ ვაწარმოებთ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლით. ხელისუფლებამ დაიწყო თუ არა, ეს აქტუალური თემა არაა. ხვალაც რომ მოგვიწიოს ომის დაწყება ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთს ოკუპირებული აქვს, ამაში გასამტყუნებელი არაფერია!

ომი შეიძლებოდა სხვა შედეგით დასრულებულიყო, რომ ყოფილიყო სხვა ტიპის დაგეგმარება და დამოკიდებულება, ასევე ელემენტარული გმირობის მაგალითების მიცემა, დაწყებული მთავარსარდლიდან, დასრულებული მეთაურებით.

როდესაც მთავარსარდალი გარბის, ჯარი გაიქცევა – ეს აქსიომაა. ბუნებრივია, ყველა გაიქცეოდა, როცა სააკაშვილს ჩემოდნები ჩალაგებული ჰქონდა და გასაქცევად ემზადებოდა, მაგრამ შე მამაცხონებულო, მთავარსარდალი იმისთვის ხარ, რომ მაგალითის მიმცემი იყო ყველასთვის. სად ჯანდაბაში გარბიხარ, გამაგებინე?!“, – განაცხადა 2014 წლის 7 მარტს ირაკლი ოქრუაშვილმა ინგა გრიგოლიას პოლიტიკურ ტელეშოუში „რე-აქცია“ ტელეკომპანია „იმედის“ სტუდიაში და დასძინა, რომ თავად რომ ყოფილიყო თავდაცვის მინისტრი, დიდი ალბათობით, აგვისტოში განვითარებული მოვლენები სხვანაირად დასრულდებოდა.

ცნობისთვის: ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ყველაზე მაღალი - თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის, შიდა ქართლის გუბერნატორის და საქართველოს მთავარი პროკურორის - თანამდებობები ეკავა, დღეს პოლიტიკაში ბრუნდება და ძალაუფლებას ეპოტინება. მაგრამ თავის წარსულზე და პარიზში გატარებულ წლებზე, სადაც ის სააკაშვილმა პირდაპირ საკნიდან გადააფრინა, საუბარი არ სურს. მხოლოდ მზად არის იომოს, როგორც ერთხელ უკვე იომა - ცხინვალში მიმავალი გზები ააფეთქა და ქართველი ჯარისკაცები ოსების წინ მუხლებზე დააყენა. დანარჩენზე კი საქინფორმის მკითხველმა იმსჯელოს...